პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მე-13 დღეს ეხმიანება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი რუსულ მომავალზეა თანახმა, სწორედ ამ აქციებს უნდა შეხედოს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დასთანხმდება, სჯობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც, უახლოეს დღეებში,„სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ აცხადებს“, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
#Georgiaprotests if anybody thinks that Georgia will accept a Russian future, better look at the 13 th night in Tbilissi 🇬🇪 despite the threats of the defacto security Ministry announcing the “probable 2-3 death” in the coming days !
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 11, 2024