LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება – მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს“

165
სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია“, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე:

„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

ილია დარჩიაშვილი: „წარმოგიდგენიათ რას მეკითხებით? არ გაგცემთ პასუხს, რადგან კითხვა არასერიოზულია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნებისმიერი აქტივობა როგორ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად?!“

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”. – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.

magti 5g