,,გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
,,დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა და საზოგადოების მხრიდან კითხვები ისმის, ჩვენი პოზიცია უცვლელია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში, პროცესის გამჭვირვალობა მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მიმართა, “გაზპრომთან” დაკავშირებული საკითხი მისი მონაწილეობით განხილულიყო მთავრობის სხდომაზე.
“ამ მიმართვის ძირითადი არსი იყო სწორედ ის, რომ აღნიშნულ ძალიან მგრძნობიარე საკითხში ყოფილიყო მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა”, – განმარტა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
