2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული დაფინანსება, როგორც ჩანს სამინისტროების ნაწილმა, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვერ იკმარა და წლის ბოლომდე დამატებითი თანხები მოითხოვეს. სწორედ ამიტომ დღეს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის – 2, 2 მილიონი ლარით გაზრდაზე, ასევე იზრდება რამდენიმე სამიისტროს ხარჯების მაჩვენებლებიც.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 13 090.0 მლნ ლარის ოდენობით
2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - რას მოიცავს მთავარი ფინანსური დოკუმენტი
ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტის ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ. “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ ამით
ლარის გაუფასურების რისკს კიდევ უფრო იზრდება.
უმრავლესობა კი აღნიშნავს, რომ კორექტირება ქვეყანას არ დააზარალებს. “ხარჯები ეზრდება რამდენიმე სამინისტროს, ეს არის განათლების სამინისტრო, რომელსაც 130 მილიონით ეზრდება ხარჯები, ასევე იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროს, საპენსიო ფონდს, მცირდება ხარჯვითი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთვის“, – აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.