LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პრეზიდენტის ნომერ პირველი ფანი ვარ” – ნიკი მინაჟმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა პირისპირ შეხვედრისას გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს

166
photo-collage.png (1)

28 იანვარს, ვაშინგტონში, Trump Accounts Summit გაიმართა, რომლის მსვლელობის ერთ-ერთ ნაწილში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნასთან, ნიკი მინაჟიც გამოჩნდა.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მისი ადმინისტრაციის მიმართ მინაჟის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი რეპერია.

თავის მხრივ, პრეზიდენტს თანადგომა ჰიპ ჰოპ არტისტმაც გამოუცხადა და საკუთარ თავს მისი Number One Fan უწოდა. ამასთან, მისივე თქმით, ამ პოზიციის გამო მისკენ მიმართული სიძულვილის ენა და კრიტიკა კიდევ უფრო ამყარებს მის მხარდაჭერას პრეზიდენტისადმი.

,,ალბათ, პრეზიდენტის ნომერ პირველი ფანი ვარ და ეს არ შეიცვლება. ის, რასაც ხალხი ამბობს, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. სინამდვილეში, ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მას უფრო მეტად დავუჭირო მხარი” – აღნიშნა მინაჟმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მინაჟმა ტრამპის მხარდაჭერისა და ჰომოფობიური განცხადებების გაკეთების გამო, სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი დაკარგა. შეშფოთებას გამოთქვამენ მისივე კოლეგები და დიდი ხნის მეგობრებიც.

არიანა გრანდე, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი, რიანა – არტისტები, რომელთაც ნიკი მინაჟს ,,ანფოლოუ” გაუკეთეს

ცნობისთვის, ნიკი მინაჟი და დონალდ ტრამპი პირისპირ ერთმანეთს პირველად შეხვდენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები