LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეზიდენტს გავუზიარე ის დეტალები, რომლებიც დამალული იყო” – ზაზა სარალიძე

52

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. სარალიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მასთან მისვლით სოლიდარობა გამოხატა და დახმარებას დაჰპირდა.

“გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა. როგორც უნდა დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს.  მე ვთხოვე, რომ ჩემი შვილის მკვლელები იყვნენ დასჯილი. გავუზიარე ის დეტალები, რომლებიც დამალული იყო. მან მითხრა, რომ ყველანაირად ეცდება, რომ მე არ დამრჩეს უსამართლობის განცდა,” – აღნიშნა მან.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა ზვიად კუპრავამაც. მისი თქმით, მარგველაშვილი იზიარებს მათ მოსაზრებას, ხალხის მიერ არჩეული პროკურორის დანიშვნაზე.

“ხალხის მიერ არჩეული პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს წარვუდგენთ პარლამენტს. კანდიდატებს კი, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით და ადვოკატებით დაკომპლექტებული ჯგუფები შეარჩევენ,” – განაცხადა კუპრავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g