LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა – ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით“ – ანა დოლიძე

119
ანა დოლიძე

ორბელიანების სასახლეში საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები გაიმართა.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, „პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა“. „მისივე თქმით, „ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით.

ანა დოლიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აწვდის ზუსტს ინფორმაციას ევროპელ პარტნიორებს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

„როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელს პროცესებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში და აწვდის ზუსტს ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ოპოზიცია განსაკუთრებით გააქტიურდება დიპლომატიური მიმართულებით.

„ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი? – ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g