გასულ კვირას შვედეთის 41 წლის პრინცი კარლ ფილიპი და მისი მეუღლე, 36 წლის პრინცესა სოფია მშობლები გახდნენ. წყვილს მესამე ვაჟი, იულიანი შეეძინა. ამჯერად კი სამეფო ოჯახმა ,,ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს ავტორი თავად კარლ ფილიპია, ახალშობილის სრული სახელი კი იულიან გერბერტ ფოლკე გახლავთ, მას ჰერცოგის წოდება მიანიჭეს.
პრინცესა სოფიას და პრინც ფილიპს ასევე ჰყავთ ოთხი წლის ვაჟი ალექსანდრე და სამი წლის გაბრიელი.
საინტერესოა, რომ ორსულობისას პრინცესა სოფიამ კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა საბედნიეროდ, ვირუსი არც დედაზე და არც ახალშობილზე ცუდად არ ასახულა.