44 წლის მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ქორწილის შემდეგ, პირველად უბრუნდება სამსახიობო კარიერას.
რვაწლიანი პაუზის შემდეგ, მსახიობი გამოჩნდება Amazon MGM-ის ახალ პროექტში. 5 ნოემბერს, 44 წლის სასექსის ჰერცოგინია პასადენაში, კალიფორნიის შტატში, ახალი ფილმის „ახლო მეგობრების“, გადასაღებ მოედანზე შენიშნეს, სადაც ის საკუთარ თავს ითამაშებს. ფილმში მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ლილი კოლინზი, ჯეკ კუეიდი და ჰენრი გოლდინგი ასრულებენ.
წყაროს ცნობით, მეგანი მცირე როლზე დათანხმდა. მას სურს გადაწყვიტოს, თავს კომფორტულად გრძნობს თუ არა გადასაღებ მოედანზე სრულიად განსხვავებული როლის შესრულებისას. „ეს მეგანისთვის დიდი მომენტია. ეს ნიშნავს დაბრუნებას იმ საქმეში, რაც მას ასე ძალიან უყვარს“.
„მან ბევრი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ეს იყო ის, რაც მისთვის შესაფერისი ჩანდა“ – განუცხადა წყარომ გამოცემას The Sun.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლის ბოლო როლი სერიალ Suits-ში შედგა. მან შოუ დატოვა და ოფიციალურად სამსახიობო კარიერა 2018 წელს პრინც ჰარისთან ქორწილამდე ერთი თვით ადრე დაასრულა. იმ დროს წყვილი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, სადაც მათი ვაჟი, არჩი, მალევე დაიბადა.
2020 წელს წყვილმა გადაწყვიტა, სამეფო მოვალეობებს თავი დაენებებინა და მეგანის სამშობლოში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.
„ბოროტი ჯადოქარი“ – მეგან მარკლი პლასტიკური ოპერაციების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა