გუშინ ლონდონში გამართული ,,ბაფტას” დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, პრიცნი უილიამი და ქეით მიდლტონი კულისებში გამარჯვებულებს შეხვდნენ. მედიაში გამოჩნდა ფოტოები, როგორ ხვდებიან უილიამი და ქეითი რენე ზელვეგერს, სემ მენდესს, ხოაკინ ფენიქსსა და სხვებს. მონარქებმა პირადად გაუზიარეს შთაბეჭდილებები ნომინანტებს მიმდინარე წლის ფილმების შესახებ.
შეხვედრა დაჯილდოვების დასრულების შემდეგ, კულისებში შედგა. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი წინა წელსაც გამარჯვებულებს ამავე ფორმატში შეხვდნენ.