თუ დასავლურ მედიას დავუჯერებთ, რომელიც სამეფო ოჯახის შესახებ ინფორმაციას ინსაიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს, პრინც უილიამსა და ჰარის შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიძაბა. ამის მიზეზი ჰარის ცხოვრებში მეგან მარკლის გამოჩენა იყო, უილიამმა უმცროს ძმას ურჩია, გადაწყვეტილებების მიღებისას არ ეჩქარა. ამ ფაქტმა ჰარი იმდენად გააბრაზა, რომ მან ნიშნობაც კი დააჩქარა. ამჯერად კი გამოცემა People წერს, რომ ძმებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, განსაკუთრებით პრინც ჰარისა და მეგან მარკლის კანადაში გადასვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავად ძმები გამოეხმაურნენ. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.


