როგორი იქნებოდა სამეფო ოჯახის ცხოვრება პრინცესა დაიანა რომ ცოცხალი იყოს – ეს კითხვა დღეს ისევ აქტუალურია, მით უფრო, სამეფო ოჯახში განვითარებული მოვლენების გამო. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება, ისაა, რომ ლეიდი დი არასოდეს მიატოვებდა თავის შვილებს და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში მათ გვერდით იქნებოდა.
არტისტმა ოთამ იანგმა არაჩვეულებრივი და ძალიან ემოციური ფოტოების სერია წარმოადგინა, რომლებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. მხატვარმა სცადა გადმოეცა, როგორი იქნებოდა სამეფო ოჯახის ცხოვრება პრინცესა დაიანასთან ერთად. ამიტომ იანგმა სამეფო ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები შეკრიბა და პრინცესა დაიანას დაუკავშირა. ამ ფოტოებზე დიანა ყველგანაა, პრინც ჰარის ქორწილში, პირველი ვაჟის დაბადების დღეს, ქეით მიდლტონთან და პრინც ულიამთან ერთად და რა თქმა უნდა, შვილიშვილების გარემოცვაში.