სერიალების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პრემიერა ლონდონში, „დრური- ლეინის“ ისტორიულ კინოთეატრში შედგა. სერიალ „გვირგვინის“ პირველი ეპიზოდი მოწვეულ სტუმრებს საგანგებოდ, ბუკინგემის სასახლის მახლობლად მდებარე, ისტორიულ შენობაში აჩვენეს. პრემიერის მთავარი სტუმარი, ელიზაბეტ დებისკი იყო, რომელსაც მედიამ ახალ პრინცესა დიანას უწოდა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ დებისკი მართლაც ჰგავს გარდაცვლილ ლედი დის. მეორე მხრივ, სწორედ დებისკი განასახიერებს დაიანას ცხოვრების ყველაზე სკანდალურ და საინტერესო წლებს ეკრანზე. სერიალი „გვირგვინი“ სულ მალე ეკრანებზე გამოვა.
ელიზაბეტ დებისკი პრემიერაზე ბრწყინავდა „კრისტიან დიორის“ ჰაეროვან შავ კაბაში. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ სერიალის პატარა ვარსკვლავებიც, პრინცი ჰარისა და პრინცი უილიამის როლის შემსრულებლები, ასევე თავად დომინიკ უესტი, რომელიც „გვირგვინის“ ახალ სეზონში, პრინცი ჩარლზის როლს ასრულებს.
ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში შეუდარებელია – ბოლო კადრი „გვირგვინის“ გადაღებებიდან
გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში „გვირგვინის“ გადაღებებზე