მეფე ჩარლზისა და პრინცესა დიანას ქორწილის ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ხილის დესერტი სასახლის ერთ-ერთ თანამშრომელს, ნაიჯელ რიკეტსს აჩუქეს. ნაიჯელი საჩუქარს სიცოცხლის ბოლომდე მთელი გულით უფრთხილდებოდა. მამაკაცი 2022 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. ტორტის ნაჭერი მისმა ოჯახის წევრებმა იპოვეს და რელიქვიის გაყიდვა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ 41 წლის ლოტი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენახული, რაც სავარაუდოდ, მისი მომზადებისას გამოყენებულ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს უკავშირდება.