LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა წითელ ხალიჩაზე – მეგან მარკლი შლეიფიანი კაბით ლოს-ანჯელესში ბრწყინავდა

115
მეგან მარკლი

შაბათ-კვირას მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში გამართულ საქველმოქმედო გალა-ვახშამს დაესწრო. ღონისძიებაზე ჰერცოგინია მეუღლის, პრინცი ჰარის გარეშე გამოჩნდა. მეგანი სტუმრობდა Fifteen Percent Pledge-ის ღონისძიებას, რომელიც სტუდია „პარამაუნტში“ გაიმართა და მიზნად მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს.

გალა-ვახშამზე მეგან მარკლი გამოჩნდა კრემისფერ კაბაში შთამბეჭდავი შლეიფით, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა Harbison Studio-მ. კაბა გამოირჩეოდა შავი, გულის ფორმის დეკოლტეთი და შავი მოსასხამით, რომელიც გრძელ შლეიფში გადადიოდა და ლუქს განსაკუთრებულ დრამატულობას სძენდა. ჰერცოგინიამ სამოსი შეავსო ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელიც Stuart Weitzman-ის კოლექციიდან იყო, ასევე ვინტაჟური ბრილიანტის საყურეებით Maison Merenor-ისგან.

ფოტო: მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად

აქსესუარებიდან მას ხელზე ეკეთა ბეჭედი დიდი ქვით და, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია თავისი ცნობილი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც. ღონისძიების შემდეგ მეგან მარკლიმ „ინსტაგრამზე“ თავად გააზიარა ვიდეოები გალა-ვახშმიდან.

„ამ სამყაროში არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მას“ – მეგან მარკლი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და და საუბრები პრინცი ჰარის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები