პრინცი ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ისტორია 73 წელს ითვლის.
“ედინბურგის ჰერცოგი და უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი”,- წერენ ადგილობრივი მედია გამოცემები პრინცის გარდაცვალების შემდეგ.
პრინცი მეუღლეს უმეტესად “ლილიბეთს” ეძახდა. წყვილი ოფიციალური ვიზიტით 143 ქვეყანაში ერთად იმყოფებოდნენ და ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდნენ.
პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
პრინც ფილიპის ხსოვნას ბრიტანეთის ქალაქებსა და ქვეყნის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი.