LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ფილიპი ელისაბედს “ლილიბეთს” ეძახდა – 73 წლიანი სიყვარულის ისტორია

422
BeFunky-collage
პრინცი ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ისტორია 73 წელს ითვლის.

“ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი და უდა­ვოდ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქმა­რი”,- წერენ ადგილობრივი მედია გამოცემები პრინცის გარდაცვალების შემდეგ.

პრინცი მეუღლეს უმე­ტე­სად “ლი­ლი­ბეთს” ეძახ­და. წყვილი ოფიციალური ვიზიტით 143 ქვე­ყა­ნა­ში ერთად იმ­ყო­ფე­ბო­დნენ და ერ­თმა­ნე­თის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

პრინც ფილიპის ხსოვნას ბრიტანეთის ქალაქებსა და ქვეყნის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები