კეიტ მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის ქორწილი 20 მაისს გაიმართება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად ცერემონიას პრინც ჰარის რჩეული, მსახიობი მეგან მარკლიც დაესწრება.
ინსაიდერის თქმით, წყვილი უგონოდ არის შეყვარებული ერთმანეთზე, ხოლო რაც შეეხება მეგანის დაპატიჟებას, ამის ინიტიატორი თავად პიპა გახდა, რომელიც ჰარის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მეგანი ერთხელ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში, თუმცა ის წარუმატებლად დასრულდა. დედოფალ ელისაბედს ამის გამო გარკვეული პერიოდი პრინცთან უთანხმოებაც ჰქონდა, თუმცა ჰარი მიიჩნევს, რომ დრო იცვლება და მასთან ერთად სამეფო კარზე კანონებიც.