ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსი წარმომადგენლები -პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა უკვე ესპანურ ენაზე საუბრობენ. ცნობილია, რომ პრინცმა უცხო ენის სწავლა 7 თვის ასაკიდან დაიწყო, შარლოტა კი დაბადებიდან ესპანური ენის გარემოცვაში იზრდება, რადგან მას ესპანურენოვანი ძიძა – მარია ბორალო ჰყავს, რომელმაც 2014 წელს პრინც უილიამის ძიძა, 71 წლის ჯესი უები ჩაანაცვლა. მარია ბორალომ მონარქების გული არამარტო ენის ცოდნით, არამედ განათლებით მოიგო.
ესპანურის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ პრინცი და პრინცესა სხვა უცხო ენებსაც დაეუფლებიან.