დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი პრინცი უილიამი ამბობს, რომ წინააღმდეგი არ იქნება და აბსოლუტურად კარგად იგრძნობს თავს იმის მიუხედავად, თუ თავის რომელიმე შვილი გეი იქნება.
როგორც pagesix.com წერს, განცხადება სამეფო ოჯახის წევრმა ლონდონში, იმ ორგანიზაციაში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებთან მუშაობს.
“შემაწუხებს არა მათი ორიენტაცია, არამედ ის თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ამაზე და ზეწოლა მათზე,”- განაცხადა პრინცმა.
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს სამი შვილი, 5 წლის ჯორჯი, 4 წლის შარლოტა და 1 წლის ლუი ჰყავთ.