LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამის პირველი კომენტარი მეუღლის ორსულობაზე

133

რამდნიმე დღის წინ მსოფლიო მედია მოიცვა ახალმა ამბავმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატების შესახებ, რომ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მესამე ბავშვის შობლები გახდებიან.

ამ დღეებში კი, ოქსფორდში, ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, მომავალმა მრავალშვილიანმა მამამ მეუღლის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა:

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია და ჩვენ ბედნიერები ვართ! მაგრამ ჯერ ქეითს ამ რთული პერიოდის დაძლევაში უნდა დავეხმაროთ და შემდეგ ვიზეიმოთ“, – განაცხადა პრინცმა.

შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას ტოქსიკოზის მწვავე ფორმა აქვს. სწორედ ამ მიზეზით, მან ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო.

არსებული ინფორმაციით, ქეითი ორსულობის მე-8-12 კვირაშია, შესაბამისად, პატარა ქვეყანას გაზაფხულზე მოევლინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g