LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრინციპულობის და წესიერების გამო სამსახურიდან გამოუშვეს“ – დრამატურგი დავით გაბუნია „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე

168
დავით გაბუნია ნინო ზაუტაშვილი

ქართველი დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის შესახებ წერს და აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ პრინციპულობის და წესიერების გამო გაუშვეს.

„ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო..რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში“ – ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

„მე რომ თინეიჯერი ვიყავი, მაშინ მთლად ნორჩი ტელეწამყვანი იყო და ცოტა ხანს მიჰყავდა კინოვიქტორინა პირველ არხზე (სხვა ბევრ პროექტთან ერთად). ფოთელმა ბაღანამ დავრეკე გადაცემაში და იმდენი ვქენი, თავი მივაწვევინე. ნუ, უმწარესად წავაგე ჩემზე დიდ ბიჭთან სახელად ბესო. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სამაგიეროდ, ჩემი ცხოვრების პირველი დიდი ავანტიურა მას უკავშირდება. ფოთში დავჯექი მატარებელში და თბილისში ჩამოვედი ტელევიზიაში გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. ხალხო, 90-იან წლებში ეს იყო იმენა ოდისეა და ილიადა ერთად :))) ახლა, ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ მაგრად ვქრაშავდი ბავშვობაში 😃 ცხადია, მისთვის ეს არასოდეს არ მითქვამს.

„მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი“ – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერე, მრავალი წლის შემდეგ, როცა „ხელოვნური სუნთქვის“ მესამე სეზონს ვწერდით მე და ქეთი დევდარიანი, ერთი ასეთი პერსონაჟი მოვიფიქრეთ, „ვლასტნი“ ქალები რომ არიან, საავადმყოფოს დირექტორი, ქალბატონი ნელი მიხაილოვნა, ცოტა მხრებზე მოსხმული პალტოთი და „უჩემოდ ნატრი ხლორს ვერ უნდა ყიდულობდეთ აქ!“ – ყვირილით კლინიკას რომ აზანზარებენ. და ისე შეგვიყვარდა ეს პერსონაჟი ორივეს, ძაან გვინდოდა, ვინმე გამორჩეულს ეთამაშა. ამ როლზე ამ ქალის მოწვევის იდეა რომელს გაგვიჩნდა, ნაღდად არ მახსოვს, მაგრამ რახან პოსტი ჩემია და ვერ მომედავებიან, ვიტყვი, რომ მე გამიჩნდა :)))

ჰოდა, ასე ითამაშა ჩემი ბავშვობის ქრაშმა როლი, რომელშიც საერთოდ არ გავს საკუთარ თავს. სულ სხვა ადამიანია – სამართლიანი, მებრძოლი, შეუპოვარი. ჭეშმარიტი ანტი-ნელი მიხაილოვნა 🙂

ბევრი რომ არ გავაგრძელო, Nino Zautashviliა ეს ქალი, მსახიობი და ჟურნალისტი. ჰოდა, დღეს, როცა პრინციპულობის და წესიერების გამო სამსახურიდან გამოუშვეს, სწორედ დღეს მომინდა ამეების დაწერა“, – წერს დავით გაბუნია.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g