ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრებმა ასეთი ბრძანება იმ მიზეზით გასცეს, რომ სახლში ყოფნის დროს მათი მყუდროება ვერავინ და ვერაფერმა დაარღვიოს. ანმერ-ჰოლში, ნორფოლკის საგრაფოში ამიერიდან ფრენები შემოვლითი გზებით განხორციელდება.
აკრძალვა ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონარქების მიერ შემოღებული კანონი არ შეეხება სასწრაფო და გადაუდებელ რეისებს.