მუსიკალურ პროდიუსერი დეივ ევანსი არაერთ ,,გრემის” მფლობელ შემსრულებელთან თანამშრომლობს, ის მომღერალი ბიბი რექსას პროდიუსერიც იყო, როგორც ირკვევა, პროდიუსერს ბრალად თავისი კლიენტის საკრედიტო ბარათების მოპარვა და ანგარიშებზე არსებული თანხის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ედება.
ევანსი ბიბი რექსას American Express-ის ბარათით 2017 წლიდან 2018 წლამდე დაუკითხავად სარგებლობდა. მან მომღერლის საბანკო ანგარიშიდან ჯამში 37,000 აშშ დოლარი მოიპარა. თანხა კი საკუთარი ქორწილის აღსანიშნავად გამოიყენა. პროდიუსერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროდიუსერი ისეთ შემსრულებლებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: The Chainsmokers, ფარელ უილიამსი, აშერი, რიანა, ლედი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯენეტ ჯექსონი და ბიბი რექსა.
https://www.youtube.com/watch?v=-RZC6s7v8UI