დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, არსებობს პროდუქტები, რომლებიც დანაყრების ნაცვლად უფრო აძლიერებენ შიმშილის გრძნობას. როგორც აღმოჩნდა, საქმე არა იმდენად ჩვენს ღორმუცელობაშია, რამდენადაც თავად საკვებში, რომელიც ჩვენში ცხოველურ მადას აღვიძებს და ზედმეტი საკვების მიღებას გვაჩვევს. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი ჯანსაღ პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება და სწორედ ამაშია მათი ვერაგობა – ერთის მხრივ შეუძლებელია მათი რაციონიდან ამოღება, მეორეს მხრივ კი, მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მათი მირთმევის დროს.
სრულმარცვლოვანი პური

ბევრს ჰგონია, რომ სრულმარჩვლოვანი პურისგან გამომცხვარი ინგლისური ფუნთუშა თავისი არაქისის კარაქით თავისუფლად დაანაყრებს სადილამდე. სინამდვილეში, სრულმარცვლოვან პურს მაღალი გლიკემური ინდექსი აქვს, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას უფრო მაღლა წევს, ვიდრე სნიკერსის ერთი ბატონი. ინსულინის მომატება კი, თავის მხრივ, წონაში მომატებას იწვევს. იდეალურ შემთხვევაში ჯანმრთელ ორგანიზმში, როცა გლუკოზა და საკვები ნივთიერებები აბორბაციის პროცესს გადიან, ინსულინის დონე ნორმაში რჩება და აკონტროლებს ჭამის მადას.
ფანტელი

ერთი შეხედვით, ფანტელი რძეში წახემსების ყველაზე მარტივი და ნოყიერი საშუალებაა. გარდა ამისა, ეს სწრაფი და ჯანსაღი საუზმის იდეალური ვარიანტია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ნაკლებია პროდუქტში წყალი, მით უფრო ნაკლებად კლავს ის შიმშილის გრძნობას. მართალია, ფანტელში ბევრი ვიტამინია, დანაყრების შეგრძნებას ის მაინც არ იძლევა. შვრიის ფაფა ამ შემთხვევაში მშვენიერი ალტერნატივაა, როგორც ჩვეულებრივ მოხარშული, ასევე მთელი ღამით წყალში დალბობილი და ნუშის რძეში მოხარშული.
სალათი

რჩევა სალათის მოყვარულებს და მათ, ვისაც განტვირთვის დღეების მოწყობა უყვარს. წყლიანი სალათის ფოთლები რა თქმა უნდა სასარგებლოა, თუმცა, არ ანაყრებს. პირიქით, უფრო მეტად იწვევს შიმშილის გრძნობას. თუ გინდათ დაასვენოთ კუჭი და არ იშიმშილოთ სალათის ფურცლებს ცილის შემცველი თხილი, ხილი ან ყველი მაინც დაუმატეთ.
ფრეშ-კოქტეილი

დიეტების მომხრეები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და ნუშის კოქტეილები ორგანიზმს შლაკებისგან ანთავისუფლებენ, თან ისე რომ არ იწვევენ შიმშილის გრძნობას. სინამდვილეში, ჩვენს ორგანიზმს არ აქვს ყველა იმ კალორიის ამოცნობის უნარი, რომელიც კუჭში თხევად პროდუქტთან ერთად ხვდება. მართალია, სასარგებლო კოქტეილები ერთის მხრივ ისე გაივლიან ორგანიზმს რომ არ ტოვებენ დანაყრების შეგრძნებას, თუმცა მეორეს მხრივ ამ პროდუქტების (თხილის, ხილის ან ბოსტნეულის) მყარ კონსისტენციაში მიღებით ეფექტი აბსოლუტურად საწინააღმდეგოა.
კენკრა და ხილი

კენკრისა და ხილის სარგებლობაზე ჩვენს რაციონში ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ უაზრობაა იმაზე ფიქრი, რომ ხილი ან ჭამის მადას ამცირებს ან შიმშილის გრძნობას კლავს. ნებისმიერი დიეტოლოგი დაადასტურებს, რომ ხილი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა ისევ სწრაფად ბრუნდება. გარდა ამისა, ისინი გლუკოზას შეიცავენ, რაც მაღლა წევს შაქრის დონეს.
