LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრო­დუქ­ტებ­ში, რა­შიც 6-7 წლის წინ დი­ა­სახ­ლი­სი 55-60 ლარს გა­და­იხ­დი­და, დღეს, 109 ლარს იხ­დის“ – ლევან ხაბეიშვილი

143
ლევან ხაბეიშვილი

„ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებში და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი: „პროდუქტების ფასებს ცეცხლი უკიდია.. ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით ივანიშვილს და კობახიძეს ვუგზავნით“

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი 55-60 ლარს გადაიხდიდა, დღეს, 109 ლარს იხდის“.

„ცხადია, ყველას გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აინტერესებთ, რადგან ამას ყოველდღიურად ეხებიან. კითხვებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია ვალდებულია, პასუხი გასცეს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ენმ-ის თავმჯდომარე ასევე ავრცელებს, ერთ-ერთი მოქალაქის, ელენე ღრუბელაძის კომენტარს, რომელიც პროდუქტების გაზრდილ ფასებზე საუბრობს:

„პირველადი მოხმარების პროდუქტი შევიძინე. სიმართლე რომ გითხრათ, მაღაზიაში შესვლის უკვე მეშინია, რადგან პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება. იმას, რაც დაგეგმილი მაქვს, რომ ოჯახისთვის ვიყიდო, ფიზიკურად ვერ ვყიდულობ, რადგან ფასები ყოველდღიურად ძვირდება.

სამწუხაროა, რომ ფასების ზრდასთან ერთად იკლებს პროდუქტის წონა, თუნდაც, ბრინჯი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, შაქარი, რომელიც ერთი კილო უნდა იყოს, უკვე არის 900-800 გრამი. იგივე შემიძლია ვთქვა ხილზეც, რატომ უნდა იყოს ხილი ასეთი ძვირი, რატომ უნდა იყოს მწვანილი ასეთი ძვირი, როცა ქვეყანას ამხელა რესურსი აქვს.

ყოველდღიურად საგანგაშო მდგომარეობაა ოჯახისთვის, დიასახლისისთვის, რომელსაც ოჯახის შენახვა, ბავშვისთვის სადილის გაკეთება უწევს“, – ამბობს მოქალაქე.

✅ ელენე : "პირველადი მოხმარების პროდუქტი შევიძინე. სიმართლე რომ გითხრათ, მაღაზიაში შესვლის უკვე მეშინია, რადგან პროდუქტი…

Posted by Levan Khabeishvili on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024

ზარქუა ხაბეიშვილს: „რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? არ მინდა გაგაბრიყვოს ვაშაძემ, კაცმა თანამდებობა წაგართვა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g