LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიაა ასეთი, მაგრამ დასახო გზები მკვლელის გადასარჩენად ამას ვერასდროს შევძლებდი, არანარი თანხის საფასურად – ქეთი ლობჟანიძე

2135
6999042D-8D9C-4090-8D4E-55AB96761309-cx4-cy34-cw87-w1200-r1

“პროფესიაა ასეთი და დაცვის უფლება ყველას უნდა ქონდეს, მაგრამ დასახო გზები სიმართლის შესარყვნელად და მკვლელის გადასარჩენად, წარმოუდგენელია, ამას ადამიანურად ვერასდროს შევძლებდი, არანარი თანხის საფასურად”,-ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი წერს.

ის სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება.

“მაღალი ჰონორარი დამდვილად ეკუთვნის (ეშმაკის) ადვოკატს, ხომ უნდა იკადრო ამის თქმა- იქნებ თავად დაეჯახა ქვას?! ანუ სხეულის ყველა რეგიონზე რომ აქვს დაზიანება, იტრიალა თურმე, თავად ეხეთქებოდა მრავლობითი ტრავმის მისაღებად!

ხომ უნდა იკადრო ვიღაც აგრესიული გარეწარის გადასარჩენად მე-2დ მოკლა ეს ანგელოზივით ბავშვი, რომელსაც არც კი უჩხუბია, სხვებს აშველებდა, არც ნარკოტიკულ-ფსიქოტროპული საშუალებები მიუღია, ცოტა დალია, ცხოვრობდა ჯანსაღი წესით და ოცნებობდა სპორტში წარმატებაზე! და ასეთი კარგი შვილის გამზრდელმა ოჯახმა ამხელა დანაკარგის მერე უნდა გაუძლოს ამ ყველაფერს!

კი ბატონო, პროფესიაა ასეთი და დაცვის უფლება ყველას უნდა ქონდეს, მაგრამ დასახო გზები სიმართლის შესარყვნელად და მკვლელის გადასარჩენად, წარმოუდგენელია, ამას ადამიანურად ვერასდროს შევძლებდი, არანარი თანხის საფასურად!

არეაქტიული ბავშვის რეანიმაციას რომ ვცდილობ, განსაკუთრებით თუ ის წარუმატებელი აღმოჩნდა, მითქვამს, რას ვერჩოდი თავს, ასეთი მძიმე პროფესია რატომ ავირჩიე, მაგრამ რა შედარებაა, ექიმობა ბევრად იოლია! ყველა ადვოკატი მეცოდება, ვინც დღეს ამ ოჯახს მე-2 გოლგოთას უწყობს!

ის პატარა ლაჩრებიც მეცოდებიან, ჯერ შეუიარაღებელ ბიჭს რომ გაუსწორდნენ სასტიკად და ადვოკატის ნაკარნახებ სიყალბეს იზუთხავენ თავის დასაძვრენად, რადგან კაცობის ჩანასახიც კი არ აღმოაჩნდათ, ახლა მაინც აიღონ პასუხისმგებლობა, მოინანიონ დანაშაული და სულ ოდნავ მაინც შეინარჩუნონ ადამიანის სახე!..”,-წერს ქეთი ლობჟანიძე.

https://www.facebook.com/klobjanidze/posts/3440699032615511

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g