პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი გრძელდება და 26 სექტემბერს დასრულდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 1-ლ ოქტომბრამდე ეცნობებათ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/
ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1-დან 10 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.
“იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
