საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადაა, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის აღსრულებაში მაქსიმალურად ჩაერთოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პროკურატურა ამ რეზოლუციას მიესალმება.
”ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ ჩავერთოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ რეზოლუციის აღსრულების პროცესში”,- განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.