LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „პროკურორმა განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილურის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც არ არის ამ ეტაპზე დანიშნული“

150
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, მედიასთან პროკურორმა განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად IPhone-ის მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად IPhone-ის მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას. რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ…ივანიშვილმა აღიარა მარცხი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ლევან ხაბეიშვილი

ირაკლი კუპრაძე: ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს 

ხაბეიშვილი მოსამართლეს: თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g