პროკურატურამ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის „ბათუმის სპორტული ცენტრის“ და „ბათუმის ავტოდრომის“ ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლის მიმართ სხვადასხვა დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, (სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.