LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა

77

პროკურატურამ ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე უარი თქვა. სწორედ ამ გადაწყვეტილებით დასრულდა რუსთავის სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილებამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას გირაოს შეუფარდებდნენ. ბრალდების მხარის თქმით, ისინი ამის საფუძველს ვერ ხედავენ.

წინასწარი სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის დაინიშნა.

პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს. ის 28 ოქტომბერს ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს წინ სამართალდამცველების მხრიდან კარვის გაშლაზე უარის თქმა უძღოდა.

სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამაა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ზაზა სარალიძემ რუსთაველზე საპროტესტო აქციები წამოიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g