LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორად დამნიშნონ ერთი კვირა, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან – ინაშვილი

60

“დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ” – ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ “თანამემამულეთა მსოფლიო კრებას” , სადაც ენმ-ის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ და მცირე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილს კი, თუ გენერალურ პროკურორად დანიშნავენ, ერთ კვირაში დააკავებს და საქართველოში ჩამოიყვანს.

მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა,ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც “ნაციონალურ მოძრაობას” უწერს NDI და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან  საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა “ქართული ოცნებისადმი”. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს ” – განაცხადა ინაშვილმა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრას აპროტესტებდა, აცხადებდა, რომ შეხვედრაზე დასწრება სურდათ, თუმცა  ამის უფლება არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g