LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: „მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის „რატის ბარის“ უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა“

257
313764_video

„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა ერთ-ერთ ბრალდებულს უბრალოდ მხარი გაჰკრა, რის გამოც ბრალდებულმა ხელი მოკიდა, ბარის უკანა ოთახში შეიყვანა და ხელთარსებული დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

პროკურორის ინფორმაციითვე, მან დაზარალებული იქვე მიატოვა და მეორე ბრალდებულთან დაბრუნდა, რომელსაც უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, ამის შემდეგ ორივე მიიმალა.

„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, “რატის ბარში” ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”, – განაცხადა პროკურორმა.

ინციდენტი თბილისში, „რატის ბარში“ 11 მაისს, დაახლოებით 05:30-ზე მოხდა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ პირს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის, მეორეს კი – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„რატის ბარში“ 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g