LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს კისრის არეში დაახლოებით 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული

146
გიორგი ქობულაძე - ipn-ს ფოტო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, მოკლულ სოფო კვარაცხელიას კისრის არეში დაახლოებით, 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

როგორც პროკურორმა განმარტა, ეს არის პირველადი დათვალიერებით მიღებული შედეგი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, შესაძლოა, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

რას წერენ ბავშვებზე, რომლებსაც მამამ დედა თვალწინ მოუკლათ – „ავტობუსში მხეცის მიერ მოკლული გოგო, 4 წლის წინ, დიაბეტიანი ბავშვების მშობლების ჯგუფს შემოუერთდა“

„ამ ეტაპზე არის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა და ფაქტის ნაწილი გადაიღო ტელეფონის მეშვეობით, ეს მასალაც გამოთხოვილია ჩვენ მიერ. ასევე, ავტობუსი აღჭურვილი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ეს მასალა დაარქივებულია და უახლოეს დღეებში მისი გამოთხოვა მოხდება. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

ვიდეოში ჩანს მონაკვეთი, როცა ბრალდებული ახორციელებს გარდაცვლილის მიმართ დანის დარტყმას და როგორც ირკვევა ძალიან ბევრი დარტყმა იყო, ეს ვიდეოკადრი რამდენიმე წამიანია, ამ კადრში მთლიანი ქმედება არ ჩანს, თუმცა, ქმედების ნაწილი ჩანს.

ამ ეტაპზე რაც იკვეთება, ტრანსპორტში წინარე კონფლიქტი სახეზე არ იყო, თუმცა, ყველა მოწმე დაკითხული არაა, ტრანსპორტში არსებული კამერა ჯერ დათვალიერებული არ არის, საიდანაც ზუსტად გავიგებთ, აღნიშნულს კონფლიქტი უძღოდა თუ არა წინ. ერთად მგზავრობდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა“, – განაცხადა ქობულაძემ.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

“ფემიციდს წინ უძღვის ძალადობის ხანგრძლივი ისტორია”

როგორც მანვე აღნიშნა, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„რაც შეეხება მის ფსიქიკურ მდგომარეობას, როცა საქმე მკვლელობას ეხება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი დანაშაულის სიმძიმიდან, რამდენად იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი ამ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამდენად, ნებისმიერი მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ინიშნება, შესაბამისად, მოცემულ საქმეზეც დაინიშნება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

ბრალდებულს ბრალი ედება არასრულწლოვანი ორი შვილის – მისი და გარდაცვლილი მეუღლის საერთო შვილების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება ჭრილობებს, საუბარია, დაახლოებით, 10 ჭრილობაზე, თუმცა, ეს არის პირველადი დათვალიერების შედეგი და შესაძლოა, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ. ჭრილობების უმეტესობა ყელის არეშია.“ – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ სოფო კვარაცხელიას, ქმარმა, როინ მებონიამ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ“ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

 

 

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g