LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრომოგოგონა წყლის ბოთლით „ოქროს გლობუსზე“, რომელმაც ყველა ფოტო გააფუჭა (ფოტო)

girl

წყლის მწარმოებელი კომპანია „ფიჯის” პრომოგოგონა წლევანდელ „ოქროს გლობუსზე“ ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მოდელი კელეტ კუტბერტი წელს კომპანიამ წითელ ხალიჩაზე საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის დაიქირავა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა. „ფიჯი“ 2015 წლიდან არის „ოქროს გლობუსის“ პარტნიორი, თუმცა მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ  Marchesa Notte -ის ულამაზეს ლურჯ კაბაში გამოწყობილი კელეტ კუტბერტი ყველა ვარსკვლავურ ფოტოზე ჩანს. ზოგჯერ ის კადრში იყურება, ზოგჯერ, კი კადრს აფუჭებს. ყველა ფოტოზე მას ხელში წყალი უჭირავს.

დღეს მოდელი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გმირია. მომხმარებლები ფოტოების საკუთარ ვერსიებსაც კი ავრცელებენ. მაგალითად, როგორ დაამშვენებდა ის თვით გლობუსის სცენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g