„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა მარტივია, ის არ მოხსნილა დღის წესრიგიდან,“ – ამის შესახებ „პარტიორთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, მმართველი გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა.
ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არა 2024 წლიდან, არამედ დაუყოვნებლივ. ამ ცვლილების განხორციელება მარტივად შეიძლება მესამე მოსმენისას, მხოლოდ სარედაქციო ცვლილება დაფისქირდება, შეიცვლება თარიღი. თუ მზად არის ხელისუფლება ამ ცვლილებაზე წამოსასვლელად, ეს იქნება ძალიან კარგი და არსებითი, რაც მთავარია,“ -განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.
