LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის ნიშნად, „ოქროს გლობუსის“ სტუმრები შავებში შეიმოსებიან

80

როგორც ჩანს, წლევანდელი „ოქროს გლობუსი“ პროტესტის ერთგვარი იმპროვიზაცია იქნება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიის ნომინანტებს საღამოს წვეულების გარეშე დატოვებენ ცნობილი სექს-სკანდალების სერიების გამო. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ღონისძიებაზე მისული ვარსკვლავები შავი ფერის ტანსაცმელს ჩაიცვამენ.

ცნობილია, რომ ამ ინიციატივას უკვე შეუერთდნენ ემა სტოუნი, ჯესიკა ჩესტეინი, მერილი სტრიპი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები