LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტოკოლური მიზეზით ასეთ შეხვედრაზე არ დასწრება ჩემთვის გაუგებარია: ნიკოლოზ სამხარაძე

820
Capture

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ელჩების კონფერენციაზე პროტოკოლური მიზეზით არ დასწრება მისთვის გაუგებარია.

„როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და ელჩები ჩამოდიან საკუთარ  პროტოკოლური მიზეზით შეხვედრაზე არ დასწრება ჩემთვის გაუგებარია, მით უმეტეს, რომ იქ იყვნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტიც იქ ყოფილიყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური “ელჩების კონფერენციას” არ დაესწრო. უწყების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, პროტოკოლის წესების დარღვევა იყო.

საინტერესოა რის თქმას აპირებდა ელჩებისთვის პრეზიდენტი, იყო თუ არა მისი გზავნილები განსხვავებული: სალომე სამადაშვილი

რა განცხადებები გაკეთდა კონფერენციაზე, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

საგარეო უწყების მინისტრი: როდესაც წარმატებულ ქვეყნებს კრიზისი აქვთ, საქართველო განაგრძობს განვითარებას

პრემიერი: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველას ვალდებულებაა, ჯერ ჩვენი ინტერესების დაცვა

პრემიერი: წელი გამოირჩეოდა ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი მოვლენით და ეს არის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

“მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა – შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს: მშვიდობას, კეთილდღეობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ღარიბაშვილი

magti 5g