LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუბლიკის“ დირექტორი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა – რას წერს ზურა ვარდიაშვილი

142
ფორტუნა - 2023-04-18T174417.351

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

ვარდიაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

სასამართლოზე გამოკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ვარდიაშვილი „იგინებოდა“ და „პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა“. თავად ვარდიაშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა. მის საქმეზე სასამართლო განხილვა 30 მარტს გაიმართა და 11 საათზე დანიშნული პროცესი 04:40 საათამდე გაგრძელდა.

ვიდეო: ,,პუბლიკის" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს

,,პუბლიკის" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს

ზურა ვარდიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას შემდგომ ინსტანციაში.

სასამართლო გადაწყვეტილების ზურა ვარდიაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა.

„ქალს, (მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს) თვალით კონტაქტიც არ ჰქონია, გულამოგდებული შემოქანდა, ზუსტად ერთ წუთში ჩაარაკრაკა, რომ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად და დაეკისროს ჯარიმაო და წამითაც არ გამოუხედავს, გავარდა ისევ ქოშინით

კი, კი, სწორი რეაქციები ჰქონდა, საშიში რამე აკისრებინეს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა“. – წერს ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2 მარტს იმავე ბრალდებით დააკავეს ასევე „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, რომლის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g