LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური, დიდი ალბათობით, 10 თეთრით გაძვირდება

55
2fded5dfdd854e97ba34163a27cae3a5

პურის ზოგიერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მაინც მოიმატებს, – ამის შესახებ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს.

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ნამდვილად არის ხორბალზე მსოფლიო ფასის შემცირების ტენდენცია, მაგრამ კვლავაც მაღალი ფასია შენარჩუნებული იმ კომპონენტებზე, რომლებიც ასევე საჭიროა პურის წარმოებისთვის. მათ შორის არის: საფუარი, წყლის, ელექტროენერგიისა და ენერგომატარებლების ფასი.

„იმდენად გაძვირდა ყველაფერი, რომ სუბსიდიის ბოლო ეტაპზე უკვე 53 ლარად ნაყიდი ტომარა ფქვილის შემთხვევაშიც კი გვიჭირდა ფასის შენარჩუნება და წისქვილკომბინატებისგან ვითხოვდით ფასის 50 ლარამდე შემცირებას. შემცირდა კიდევაც და ძალიან ბევრი წისქვილი 50 ლარად აწვდიდა მეწარმეებს ფქვილს. ვითარებას ამძიმებს კორონარეგულაციებიც, რომლის გამოც ყველა პური შეფუთული უნდა იყოს, ეს კი თითო პურისთვის 12-15 თეთრის ხარჯია“, – ამბობს მალხაზ დოლიძე “კვირის პალიტრასთა” ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, ყველაფრის გათვალისწინებით პურის ზოგიერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მაინც მოიმატებს.

შეგახსენებთ, პირველი ივლისიდან სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას წყვეტს. პურის მწარმოებლებს სუბსიდიის გაუქმების შემდეგ, ფქვილის შეძენა საბაზრო ფასად მოუწევთ, რაც ქმნის რისკებს, რომ პურის ფასი, შესაძლოა, საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g