LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიდან რუსული კომპანია მოიხსნა

65

ესტაკადას პუშკინის ქუჩაზე „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ააშენებს. კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 3 მლნ 949 ათას 999 ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიპოვა.

მერიის ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. თავდაპირველად ყველაზე დაბალი ფასი – 3,8 მლნ ლარი რუსულ კომპანია „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ -მ დაასახელა, თუმცა ის ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. საბოლოოდ გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გახდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს. მშნებლობის დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ თვეშია გათვალისწინებული.

პუშკინის ქუჩის ხელახალი რეკონსტრუქციის შემდეგ, ავტოტრანსპორტი ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. ესტაკადის ქვეშ ხელუხლებელი დარჩება წინა რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ესტაკადის ქვეშ ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადასასვლელის მოწყობას, ესტაკადის მალის ნაშენის მზიდი კონსტრუქციების განლაგების გათვალისწინებით.

პოპულარულები