უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ფაშისტური რეჟიმის, ჰიტლერის რეჟიმს“. მისივე განცხადებით, „პუტინი ისეთივე ბინძურია, როგორც ჰიტლერი“.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მცხოვრები თითოეული ადამიანი სახელმწიფოს, საკუთარ თავსა და ოჯახს იცავს.
„მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთი იწყებს ახალ ომს. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ფაშისტური რეჟიმის, ჰიტლერის რეჟიმის ომს. მან დაარტყა ევროპას, მათ შორის უკრაინას, დაარტყა ინფრასტრუქტურას.
პრეზიდენტი პუტინი ისეთივე ბინძურია, როგორც ჰიტლერი. ეს ჩვენთვის სრულიად გასაგებია და ამიტომ, მზად ვართ დავიცვათ [უკრაინა]. ვფიქრობ, მსოფლიომ ერთხელ უკვე განიცადა აგრესიის ასეთი ტალღა და ვფიქრობ, მეორედ გადარჩება.
ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ არ გვაქვს მონობა, გვაქვს დემოკრატიული საზოგადოება. როდესაც ადამიანებს უნდათ წასვლა – უნდა წავიდნენ, მათ ამის საშუალება აქვთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
