LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: „კასეტური საბრძოლო მასალის საკმარისი მარაგი გვაქვს და მას, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ“

141
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას კასეტური ბომბების საკმარისი მარაგი აქვს და, საჭიროების შემთხვევაში, მას უკრაინაში გამოიყენებს.

ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება დანაშაულია.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ უკრაინას დამცავი აღჭურვილობა მიეწოდება.

„რაც შეეხება კასეტურ საბრძოლო მასალას, აშშ-ის ადმინისტრაციამ თავად მისცა ამ საბრძოლო მასალას შეფასება ცოტა ხნის წინ, როდესაც კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას თავად აშშ-ის ადმინისტრაციამ დანაშაული უწოდა. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს.

აქამდე არც გამოგვიყენებია და არც საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად, გვაქვს საბრძოლო მასალა, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. თუმცა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ იარაღს გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საპასუხო ზომები მივიღოთ“, – თქვა პუტინმა.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდა. უკრაინულმა მხარემ პირობა დადო, რომ იარაღს მხოლოდ რუსი ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილებში გამოიყენებს.

კასეტური მასალების გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

„კლავენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე“ – „ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებით, რუსეთმა ხარკოვში კასეტური ბომბები გამოიყენა

4 დაღუპული და 7 დაშავებული – რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს

რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს – „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიცია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g