უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდამჭერი პოსტით ეხმიანება.
ის პარლამენტის წინ შეკრებულ მოქალაქეებზე წერს, რომ ისინი თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ.
“რუსეთი – ოკუპანტი” და “პუტინი – ხ*უილო” – ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მანამდე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც გაავრცელა. მან უკრაინელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
"რუსეთი – ოკუპანტი" და "პუტინი – ხ*უილო" — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან 🇬🇪🇺🇦 pic.twitter.com/uSqm1UXrqy
— Уляна Супрун (@usuprun) June 24, 2019