BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ დაღესტანში კვლავ საპროტესტო აქცია იმართება.
გამოცემის ცნობით, მახაჩკალასა და ხასავიურტში ქუჩაში გამოსულია ასობით ადამიანი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების თაობაზეც.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე პირი. მათ შორის, ორი ჟურნალისტი.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ხოსავიურტში აქციის მონაწილეები დაარბია.