LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინის შემოღობვა ფინეთმაც გადაწყვიტა” – ჰიბრიდული საფრთხეების მოტივით, ფინეთი რუსეთთან საზღვრის გამაგრებას იწყებს 

139
ing (1)

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის გამაგრების შესახებ კანონი მიიღო. 

სახელმწიფო საზღვარზე არსებული ბარიერის კიდევ უფრო გამაგრების პროექტს კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაძაბულობის ახალი ეპოქა მოითხოვს გაცილებით უფრო მტკიცე ბარიერებს, ვიდრე ამჟამინდელი ხის ღობეებია.

როგორც უკრაინული მედია წერს, “პუტინის შემოღობვა სხვა სახელმწიფომაც გადაწყვიტა, რადგან რუს დიქტატორს შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანას შეუტიოს”.

რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ფინეთის პარლამენტმა კანონპროექტზე აქტიური მუშაობა რუსეთთან დაძაბულობის გაზრდის შემდეგ დაიწყო.

ნატო ფართოვდება – თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

საკითხის გამწვავებას ხელი შეუწყო ომმა უკრაინაში.

“სასაზღვრო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილება აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთთან 1 300 კილომეტრის, უფრო ძლიერი გალავნის აშენებას ითვალისწინებს.

როგორც ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, კანონის მიზანი ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდაა.

“უკრაინის ომმა ხელი შეუწყო საკითხის გამწვავებას. რის აშენებასაც ახლა ვაპირებთ, არის ძლიერი ღობე რეალური ბარიერის ეფექტით. ღობე, ალბათ, მთელ აღმოსავლეთ საზღვარს არ დაფარავს, მაგრამ იქნება იმ ადგილებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება”, – აღნიშნეს ფინეთის საზღვრის დაცვის იურიდიულ დეპარტამენტში.

დღეს ფინეთ-რუსეთის საზღვრებთან, ძირითადად, მსუბუქი ხის ღობეებია დამონტაჟებული, რომლებიც წარმოადგენს ბარიერს მხოლოდ პირუტყვებისთვის – ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადასვლის დროს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g