LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბარი ადრეა, დასაფიქსირებელი არაფერი აქვთ: პესკოვი

94
დიმიტრი პესკოვი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჯერ არ არის შეთანხმება მიღწეული, შესაბამისად რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს დასაფიქსირებელი არაფერი აქვთ, – ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების მოლაპარაკებების შესაძლებლობას

პესკოვის განმარტებით, იმისთვის, რომ საუბარი შეეხოს პრეზიდენტების შეხვედრას, “ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს”.

„უნდა ჩატარდეს და შეთანხმდეს მოლაპარაკებების შედეგები“,- აღნიშნა პესკოვმა.

მისივე განმარტებით, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა.

„ჯერ რაიმე სახის არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად ჯერ საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი“,- განაცხადა პესკოვმა.