LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი

103
BeFunky-collage (1)

რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის ძირითადი თემა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და მიმდინარე საკითხები იყო.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერებმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრას „მნიშვნელოვანი და სასარგებლო“ უწოდა.

„მხედველობაში მაქვს კონკრეტული ნაბიჯების ეკონომიკური კავშირების ასაშენებლად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. ამ მიზნით ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმებს, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა რიგით პირველია აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ე.წ. 10 ნოემბრის შეთანხმებას, რასაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულება მოჰყვა.

რუსეთმა აისრულა დიდი ხნის ოცნება: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ერა დაიწყო

 

პოპულარულები