LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ჩერნობილის ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რათა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისროს: უკრაინის სადაზვერვო სამსახური

261
11

“უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ჩერნობილის “გამორიცხვის ზონაში” ტერაქტის განსახორციელებლად ემზადებიან, რათა უკრაინა დაადანაშაულონ,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იგეგმება ადამიანის ხელით კატასტროფის შექმნა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში ამბობენ, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა.

“სახმელეთო სამხედრო ოპერაციიდან და პირდაპირი მოლაპარაკებებიდან სასურველი შედეგის მიღების გარეშე, პუტინი მზადაა მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს.

“ამჟამად უკრაინას, მსოფლიოს და თავად რუსეთსაც ესმის, რომ ბირთვული საფრთხის შექმნაში უკრაინის ჩართვაზე განცხადებები, მხოლოდ უღიმღამო სცენარის დადგმაა” -აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g